დაზიანებების აღწერა

 გელათის მონასტრის მთავარი ნაწილის - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის - ირგვლივ ხარაჩოები ხელახლა მოეწყო გასულ წელს დაგებული ახალი სახურავი ისევ გამოსაცვლელია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოჭიქული კრამიტის ნაწილს, რომელიც გადახურვიდან მალევე დაზიანდა, ახლა ლურჯი ტენტი აქვს გადაფარებული, რომ წვიმის წყალმა ტაძარში არ გაჟონოს. ხარვეზების გამოსწორების პროცესის“ ადგილზე სანახავად იყვნენ სამი უწყების - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ - ხელმძღვანელები. ხოლო კულტურის ყოფილი მინისტრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, რომელიც გელათის მონასტერში მათ მისვლამდე იმყოფებოდა აცხადებს, რომ რეკონსტრუქციის მეთოდი არასწორადაა შერჩეული. სახურავი იკრებს ნესტს და რაც დრო გავა, ნესტი შიგნით მეტად გამოჩნდება. კრამიტი არასაიმედოა და ბევრგან ატარებს წყალს, კრამიტის ქვეშ ჩასხმული საიზოლაციო ხსნარი კი ნესტს ღრუბელივით იკრებს, ხოლო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ ტაძრის სახურავის მხოლოდ 10-15 პროცენტია გამოსაცვლელი და ამ ნაწილს სამშენებლო კომპანია გამოასწორებს. ნიკოლოზ ანთიძისავე განცხადებით, ტაძრის მხატვრობის დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გადაჭარბებულია: „მე-20 საუკუნის კონსერვაციის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად ჩამოცვივდა მასალა. ახალი დაზიანებები კი არ არის. მისი განცხადებით პრობლემები ყოველთვის ჰქონდა გელათის მხატვრობას და ველოდებოდით სახურავის მოწყობას, რომ მხატვრობის სრული კონსერვაციის პროექტი განხორციელდეს. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გადახურვა 2016 წელს დაიწყო. მუნიციპალური ფონდი, რომელმაც გადახურვის ხარჯები გაიღო, დამატებითი სახსრების გაღებას სახურავის შესაცვლელად არ აპირებს: „რადგან 1500 კვადრატული მეტრია მთლიანად გელათის გადახურვა და 60-70 კვადრატული მეტრია შესაცვლელი. კონტრაქტით კი კომპანია ვალდებულია, 1 წლის განმავლობაში გამოვლენილი დეფექტები გამოასწოროს.

თამარ კაპანაძე 

ლუკა ძოწენიძე












Комментарии

Популярные сообщения из этого блога