ძეგლის აღწერა
გელათის სამონასტრო ანსამბლში რამდენიმე ნაგებობაა : ღვთისმშობლის მთავარი ტაძარი, წმ.გიორგის ეკლესია, წმ.ნიკოლოზის ეკლესია,სამრეკლო, აკადემიის შენობის კედლები, დავით აღმაშენებლის საფლავი, გალავანი და სხვა, რომელთა ძირითადი ნაწილი მე-12 საუკუნისაა.
გელათის მონასტრის არქიტექტურულ ანსამბლში თავისი სიდიდით და მხავტრული
გადაწყვეტით გამოირჩევა ღვთისმშობლის მთავარი ტაძარი(სიგრძე 28,20მ, სიგანე 20,20მ,
სიმაღლე გუმბათის ჩათვლით 36,39). ტაძარი დღემდე პირვანდელი სახითაა მიღწეული. შენობის
ასაგებად გამოყენებულია ადგილობრივი კირქვა, ტაძრის კედლები აშენებულია რიყის ქვითა
და დუღაბით, შემდეგ ორივე მხრიდან მოპირკეთებულია ლამაზად დამუშავებული ფილაქვებით.
ტაძარი ერთკონქიანია.მისი კამარები შეკრულია 16-წახნაგოვანი გუმბათით, ეს
უკანასკნელი კი ოთხ ყრუ სვეტზეა აღმართული. ტაძარს აღმოსავლეთიდან გამოშვერილი აქვს
სამი წახნაგოვანი აფსიდი, ხოლო დანარჩენი მხარეებიდან - მინაშენები. ტაძარი გარედან
მორთულია გრძელი ჩარჩებითა და ლამაზი რკალსვეტებით.
ტაძრის უდიდეს ნაწილს დასავლეთით აქვს კარიბჭე,საიდანაც შევდივართ ტაძრის
ცენტრალურ ნაწილში. შიგნიდან ტაძრის კედლები დაფარულია შესანიშნავი ფრესკებით(მე-16-მე-17სს)
. აქ გვხდება ადრინდელი მხატვრობაც(მე-14ს).
საკურთხევლის აფსიდის
კონქში წამორდგენილია მაღალმხატვრული ოსტატობით შესრულებული მოზაიკური კომპოზიცია(1125-1130წწ).
ყურადღებას იპყრობს ჩრდილოეთის
კედლის ქვედა რეგისტრის მხატვრობა,სადაც წარმოდგენილია საქართველოს ისტორიული პირები.
აქ ,მარჯვნივ, დავით აღმაშენებელია გამოსახული,ხოლო მის გვერდით არიან მე-16 საუკუნის
ისტორიული პირები, დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე, იმერეთის მეფეები
ბაგრატ III და გიორგი ბაგრატის ძე მეუღლეებითურთ. აქვეა გიორგი მეფის შვილი ბაგრატი.
ყველა გამოსახულებას აქვს შესატყვისი წარწერა.
ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში
ქანდარაზე ასავლელ კიბესთან დასაფლავებულია იმერეთის მეფე სოლომონ პირველი.
დასავლეთ კედელზე ორივე
მხრიდან გაკეთებულია ქანდარაზე ასასვლელი ქვის კიბე. ქანდარას წინ გაყოლებული აქვს
ხის რიკულები. ამ ნაწილში გვხვდება მე-17 საუკუნის მხატვრობა.
ტაძრის გუმბათის მხატვრობა
მე-12 საუკუნისაა, ხოლო საკურთხეველი მე-16 საუკუნის.
გელათის მონასტერი ითვლებოდა
ქართველ მეფეთა სამარხად. მე-12 საუკუნიდან აქ იმარხებოდნენ საქართველოს მეფეები, მე-15
საუკუნიდან (საქართველოს პოლიტიკური დანაწილების შემდეგ) - იმერეთის მეფეები. გელათის
მონასტერში დაკრძალული არიან: დავით აღმაშენებელი, დემეტრე პირველი, გიორგი მესამე,
თამარ მეფე, გიორგი ლაშა, დავით ნარინი, დავით ნარინის ძე - ვახტანგ მე-2, დავით მე-7,
იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II , ალექსანდრე III , სოლომონ I და სხვ. მეფეთა
სამარხად განკუთვნილი იყო მთავარი ტაძრის მინაშენები , ამ მხრივ მეტად საინტერესოა
სამხრეთ-აღმოსავლეთის მინაშენი,რომელსაც ხალხური გადმოცემით თამარის ეკვდერს უწოდებენ.
გადმოგვცემენ ,რომ აქ წელიწადში ერთხელ იმართებოდა პარაკლისი თამარის მოსახსენებლადო.
ეკვდრის კედელები მე-12 საუკუნეში მოუხატავთ, რომლეთა ნაშტი ჩვენამდეა მოღწეული . მე-13
საუკუნის მე-2 ნახევარში იგი ხელმეორედ მოიხატა და ეს უკანასკნელი უკეთ არის შენახული
. ამავე ეკვდერში თამარ მეფის შვილიშვილის - დავით ნარინის ორი გამოსახულებაა : ერთი
საერო,ხოლო მეორე მეფის ტანსაცმელში.
თამარის საფლავის შესახებ
არსებობს უამრავი ლეგენდა,რომელთა უმეტესობას ისტორიულ სინამდვილესთან საერთოდ არაფერი
აქვს. მემატიანეს მიხედვით თამარი დასაფლავებულია გელათის მონასტერში. სამწუხაროდ,წყაროებში
არ მოიპოვება ცნობები იმის შესახებ,თუ მონასტრის რომელ ეკვდერში მოხდა თამარის დაკრძალვა.
მთავარი ტაძღის დასავლეთით მთელ სიგრძეზეა კარიბჭე,რომლის მხატვრობა მე-12 საუკუნეს მიეკუთვნება.
მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით
დგას წმ.გიორგის ეკლესია , რომელიც გარეგნული ფორმით წააგავს პირველს. ეს ეკლესია მე-13
საუკუნისაა, ტაძრის შიგნით დაცულია მე-16 საუკუნის ფრესკები.
მთავარი ტაძრის დასავლეთით
აღმარულია წმ.ნიკოლოზის ეკლესია, იგი ორსართულიანია, ქვედა სართული ოთხსავე მხარეს
თაღებითაა გახსნილი. ეკლესია შედარებით გვიანდელია, მაგრამ იგი თავისი დანიშნულებით
ორგანულად უკავშირდება მთავარ ტაძარს და ამ უკანსკნელის შესასვლელთან მოფიქრებულად
არის აშენებული.
გელათის სამრეკვლოს შენობა
სასმართულიანია ,მათგან პირველი ორი მონასტრისდროინდელია, ხოლო მესამე შედარებით გვიანდელი,
სამრეკლოს ძირზე გამოყვანილია წყალი.
მთავარი ტაძრის სამხრეთით
ორსართულიანი გრძელი ნაგებობაა,საიდანაც წინათ ხალხი მონასტრის გალავანში შედიოდა.
ამ შენობაში დაკრძლულია დავით აღმაშენებელი, საფლავის ზემოდან აქვს უზარმაზარი ქვა
ასომთავრულის წარწერით: " ესე არს განსასუენელეი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ
მთნავს ამას დავემკვიდრო მე".
დავით აღმაშნებლის საფლავთან
დაცულია განჯის ციხის რკინის კარი, რომელსაც აქვს არაბული წარწერა,სადაც მოხსენიებულია
შემკვეთი, ოსტატი და კარების გაჭედვის თარიღი(1063). მეორე კარის ფრანგმენტებზე არის
ასომთავრული წარწერა ,საიდანაც ჩანს ,რომ დავით აღმაშენებლის შვილს დემეტრეს განჯის
აღების შემდეგ ძლევის ნიშნად ჩამოუხსნია ეს კარები და გელათს მონასტერში მიუტანია.
მთავარი ტაძრისა და ნიკოლოზის
ეკლესიის დასავლეთით გრძელი შენობის კედლები და კარიბჭე დგას. მას სახურავი სრულებით
არ შერჩენია. შენობის არქიტექტურული ანალიზი შესაძლებლობას იძლევა ,რომ დავასკვნათ
,რომ ის თავდაპირველად საერო დანიშნულების იყო და გელათის ცნობილ აკადემიას ემსახურებოდა.
მონატერს გარს უვლის ქვის
გალავანი ,გალავნის გარეთ , აღმოსავლეთით , მაღლობზე მდგარი შენობის ნანგრევებია მოღწეული,
რომელსაც სოხასტერს უწოდებენ, ხოლო სამხრეთით აღსანიშნავია საბას საყდარი, ელის ეკლესია
, სენაკები , ციხის ნანგრევები და სხვ.
ამგვარად, გელათის მონასტერი
მრავალმხრივ საყურადღებო ძეგლია. მან ძვირფასი მასალა შემოგვინახა საქართველოს ისტორიის,
მე-12 საუკუნის ქართული კულტურის ,ხელოვნებისა და მეცნიერების მაღალი დონის შესახებ.
როდესაც მე-12 საუკუნის საქართველოს კულტურისა და განათლების მდგომარეობაზე ლაპარაკობენ,
მხედველობაში აქვთ გელათს შესანიშნავი მონასტერი და მასთან არსებული სამეცნიერო დაწესებულება
- გელათის აკადემია, რომელმაც შემდეგში საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში თვალსაჩინო
როლი შეასრულა.
·
გამოყენებული ლიტერატურა - "ქუთაისის მოკლე ისტორიული
მიმოხილვა".
მარიამ ჯაჯაია
მარიამ ჩანქსელიანი
გელათის გეგმა გამოყენებულია საიტიდან >>>
Комментарии
Отправить комментарий